Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ბაკალავრიატის და მაგისტრატურის 2024 წლის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

    5 აგვისტოს, 20.00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის ეზოში გაიმართება ბაკალავრიატის და მაგისტრატურის 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება.

     

    5 აგვისტოს, 18:00 საათზე თსუ პირველი კორპუსის ეზოში 2024 წლის კურსდამთავრებულების სახელზე დაირგვება ხე, რითაც საფუძველი ჩაეყრება თსუ კურსდამთავრებულთა ხეივანს.

     

    31 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით თსუ I კორპუსის წინ სპეციალურად თქვენთვის მოწყობილ ფოტოზონებში შესაძლებლობა გექნებათ გამართოთ ფოტოსესიები ჯგუფელებთან, მეგობრებთან  ერთად.

     

    მანტიების გაცემა:

    ფოტოსესიისთვის და ღონისძიებაზე დასასწრებად მანტიების, ქუდების და კაშნეების აღება შეგიძლიათ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე  31 ივლისს, 1, 2, და 5 აგვისტოს 10:00-დან 17:00 საათამდე  II კორპუსში, აუდიტორია #102.

     

    მანტიების დაბრუნება:

    მანტიების დაბრუნება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს  შეგეძლებათ 5 აგვისტოს ღონისძიების შემდეგ,  თსუ II კორპუსში ოთახი 102, ხოლო  6 და 7 აგვისტოს 11.00-დან 16.00 საათამდე  თსუ II კორპუსში, აუდიტორია #102.